Monday, April 26, 2010

ილია ჭავჭავაძე


1. პროექტის სახელი;ილია ჭავჭავაძის ცხოვრება, მოღვაწეობა და შემოქმედება

2 პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით; ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის გაცნობა

3. პროექტის სრული აღწერა: ი. ჭავჭავაძის ისტორიული წარსულიდან; ოჯახური გარემო , ყრმობა\ სიჭაბუკე\ სტუდენტობის წლები ილია ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელი და საქართველოს ეროვნულ\ განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგი ილიას მოღვაწეობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ 1861\1863 წლებში ''საქართველოს მოამბე'' ''ივერია'' 1864\1876 წლები ახალი პერიოდი ილიას ცხოვრებაში. 1905\1907 წლები''წიწამური; ი.ჭავჭავაძის სახლ\მუზეუმებში ყვარელსა და საგურამოში ექსკურსი. პროექტის სრული აღწერა; ი.ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წ. 27 ოქტომბერს კახეთში' სოფელ ყვარელში. ილიას მშობლები იყვნენ გრიგოლ ჭავჭავაძე და მაგდანე ბებურიშვილი .ილიას მშობლებს ექვსი შვილი ჰყოლია; ილიას მიერ განათლების მიღება იწყება სოფლის საშინაო სკოლიდან; შემდეგ სწავლას აგრძელებს თბილისის პანსიონში; შემდეგ გიმნაზიაში . გიმნაზიის შემდეგ ილია მიემგზავრება პეტერბურგს და ირიცხება პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ილია თვითონ იკაფავდა გონების გახსნის გზას. ილია არის შემოქმედი ბრწყინვალე შედევრებისა მხატვრული მწერლობის დარგში მისი სედევრები ''აჩრდილი'',''განდეგილი'',''მგზავრის წერილები'',''კაცია ადამიანი'',''ბაზალეთის ტბა'',ოთარაანთ ქვრივი'' და ა.შ. ''როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე''..... დედა სამშობლომ საქმე მოსთხოვა თავის შვილს ბრძოლა სამშობლოს გამოხსნისთვის, ბრძოლა ჩაგრულთა თავისუფლებისთვის და ილიამ ეს ვალი ღირსეულად შეასრულა. მაგრამ.....მოხდილი მოვალეობა პოეტს არ დაუფასდა და ყველაფერი დასრულდა წიწამურში ილიას წმინდა სისხლის დაღვრით.ილიას სახელმა ღირსეული ადგილი დაიკავა ქართველი ერის დიდ წინაპართა შორის.

4. მონაწილეთა ასაკი 15 წელი.

5. ვადები\ ხანგრძლივობა 2 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში პრეზენტაცია, მოსმენა,ჩართულობა

7.მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები რაც შეიძლება, შეიქმნას კედლის გაზეთი,სამახსოვრო ალბომი

8 სარგებელი სხვებისთვის სრული ინფორმაციის მიღება ი.ჭავჭავაძის შესახებ

9 სამუშაო ენა ქართული, სომხური

10 მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ იქნებიან

11 საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან \ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი ისტორიის მასწავლებელთან ერთად იმ ეპოქის მიმოხილვა როცა მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე


12 პროექტის ფასილიტატორი ლიზა ოსიძე

13 ფასილიტატორის ელ. ფოსტა lizaosidze@gmail.com